posted by : mia (lashxos shemoqmedeba)
მაკომბო
ზოგჯერ რა უცნაურად იცის სიტყვამ მოწოლა, სიტყვამ, ბოღმასავით ყელში მომდგარმა. სიტყვამ, რომელიც წარსული დღეების მოგონებამ მოიტანა.მოყვება და არ გასვენებს, არც დღე და არც ღამე. მეც მოვკიდებ ხოლმე ფურცელს ხელს და ვუყვები მას ათას ცოდვას თუ მადლს. ყველაფერს რაც მინახავს ფხიზელი თუ ლოთიანი დღეების და ღამეების განმავლობაში.ვუყვები მხოლოდ იმიტომ რომ ის საუკეთესო მსმენელია, კარგად აღზრდილი მსმენელი. ნუ დაელოდებით ჩემგან კაზმულ სიტყვას და ნურც იმ ბილწსიტყვაობას, რომლითაც სავსეა დღეს ჩვენი მწერლობა საუბედუროდ. არც იმის მოყოლა მინდა თუ როგორ მიათრევენ ბარათაშვილის მერანს გალაქტიონის ცის სილაჟვარდეში, უბრალოდ, როგორც მამა იტყოდა, ჩავდებ თესლს ხრიოკ მიწაში, ამოვა ლერწამი და მისგან ვინმე ეული მწყემსი სალამურს გააკეთებს. დაამღერებს და მის ნამღერს შორს წაიღებენ ბეღურები, ჩემი საყვარელი ფრინველები, ფრინველები, რომლებიც ყველაზე მეტად მაგონებენ ჩემ თავს და ჩემნაირებს… იქნებ მათი ხმა კიდევაც მივიდეს ვინმესთან, ჩაძვრეს შიშველი სულის სიბნელეში და გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაიგებს ჩემ ტკივილს, ტკივილს ,რომელმაც ფურცლის დონკიხოტად მაქცია
როდესაც ეს ამბავი დაიწყო,ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის, ისე დავივიწყე. სასაცილოა… ადამიანების რწმენა ექვსი წლიდან დავკარგე და მათი ტკივილი მათთვის საჭირო და გარდაუვალი სასჯელი მეგონა, ამიტომაც ვმარხავდი ყველა განცდას, როგორც ჩემსას, ისე სხვისას ერთად სინანულის გარეშე ჩემს გულში. მოკლედ ერთი დიდი აზრთა სასაფლაო ვიყავი… მერე? მერე მივხვდი, რომ მეც ადამიანი ვიყავი და დაიწყეს მკვდარმა აზრებმა გაცოცხლება… დაცარიელდა ჩემი მუხათგვერდი. ეს ისტორია კი მოსვენებას არ მაძლევს მხოლოდ თავისი ადამიანურობის გამო… Continue reading ‘ლაშხო’

ბოლო კომენტარები