happy bearthday!

მთვრალი ვარ… თან როგორი…. იმდენი დავლიე და ისეთი საღი აზრი შემრჩა, რომ თითქმის გაკვირვებული  ვარ:)) ვისი დაბადების დღე იყო და მარისი, პატარა, სამი წლის მარის. ვინაა მარი? მარი არის ადამიანი როელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა ჯერ მუცელში და  მერე მუცლის გარეთ:D მოკლეd სამი წლის წინ, დღის 2 საათზე დაიბადა მარი… დაბადებიდან ერთი თვით ადრე “დურაკა” ვეთამაშე დედამისს და დღემდე მახსენებს ეს ფეხმძიმე ქალი როგორ გამადურაკე, ბავშvი თუ “დურაკი” იქნება პასუხს შენ აგებო, მარა სამი წლის მარის დედამისსზე მეტი ჭკუა აქვს.ვოტ ტაკ. მოკლედ მარიის დაბადების დღეა და ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, ბედნიერ და მშვიდობიან მომავალს ვუსურვებ. მის პატარა ოცნებებს , რომელიც ჯერ კალიასკიან თოჯინებს ვერ გაცდა, ასრუlებას ვუსურვებ ეხლაც და მერეც, უფრო ღირებული და დიდი ოცნებები რომ ექნება.

~ ავტორი miiii on სექტემბერი 6, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება