“ტკივილიანები”-ანუ დაკარგული თაობა
არ შეიძლება ცხოვრება ჩამწვარ სიგარეტს გავდეს…უაზროდ საფლანგი დრო არ გვაქვს ადამიანებს, თუ გინდ იმ სპეკტაკლის რეპეტიციაში, რომელსაც ცხოვრება ქვია და რომელიც არასოდეს შედგება_ უთქვამს ჩემზე ჩკვიანს.მიკვირს ხალხის,რომლებსაც წერისთვის რაიმეს მოგონება ჩირდებათ.ცხოვრება ხომ ამდენ საფიქრალს გვაძლევს ჩვენ_ქუჩის მეზღაპრეებს.სათქმელიც ზომაზე მეტი დაგროვილა…არც კი ვიცი საიდან დავიწყო, პროლოგიდან თუ ეპილოგიდან, თუმცა რა აზრი აქვს…სარკაზმი და ირონია ყოფილა ცხოვრება…ვიბადებით და ფურცელზე წერენ ჩვენ სახელს, ვკვდებით და_ მარმარილოზე…ხალხო, შეგვიძლია ვიტიროთ, მიდით, მიდით თამამად! მთელი ჩვენი ცხოვრება უბრალოდ განსხვავება ყოფილა ფურცელკსა და მარმარილოს შორის…
დღეს ვიღაც მოხუცმა ქალმა გვარიანად მიგვწყევლ-მოგვწყევლა ახალგაზრდები იმ ავადსახსენებელ ავტობუსში. მერე კი მოყვა ქადაგს, პროლეტარიატის ბელადივით. ერთი შეშინება კიდევაც შემეშინდა, წყევლა უნდოდა კიდევ ჩემ ნაომარ ჯიბეს და წარსულივით ბუნდოვან მომავალს!? არა, ბებო, არა! ორმოცდათერთმეტის მადლი გამიწყრეს და გაუსკდეს ყველა საბურავი ამ ბეხრეკ ჰოლანდიელს, თუ კი მე შენ აგყვე. არადა რას გვერჩიან ამ ტკივილის შვილებს?! ისეთ დროს დავიბადეთ სითბოს და ალერსის ნაცვლად გული და ჯიბეები გადასაყრელი კუპონებით გვქონდა სავსე… მოფერების და თამაშის გარდა ტელევიზორთან გვსვამდნენ მოსაცილებლად და ძალიან ხშირად ჩაურთავთან( აბა სად იყო დენი!). იმდენი კარტოფილი მაჩამეს ბავშვობაში, ჩემი \\\”საროჩკის\\\” საყელოს დღემდე აღარ ჩირდება გახამება… ბებია-ბაბუები კი იმდენს ლაპარაკობდნენ მიტინგების შესახებ, რომ ხუთ წლამდე ჩემი სახელი ზვიადი მეგონა… მერე აღმოვაჩინე ლაშა მრქმევია…ეხ, როგორ ტკიოდა მაშინ, ხალხო, ჩვენ დედას, ჩვენ საქართველოს… ჩვენთვის კი არავის ეცალა. გვზრდიდა ცხოვრება,რომელსაც არად ეხატებოდა გულზე ჩვენნაირი უდღეურები. სკოლა კარგად მახსოვს. მასწავლებელი ხელფასზე ჩივილს რომ მორჩებოდა, მერე გვიხსნიდა გაკვეთილს. მეც ვსწავლობდი. თავისუფალ დროს კი მუშტი-კრივით ვერთობოდი. ქართულთან ერთად დანის ხმარებას ვსწავლობდი. მარკესის წიგნებიდან მიღებულ განცდებს და დანითვე მიღებულ ჭრილობებს ერთად ვიშუშებდი… ასეთი ყოფილა ჩვენი \” ბავშვობა\”. არაფერში ბედი არ მქონია, ალბათ. მე რომ სიყვარული მომინდა, მაშინ მოუნდა მიშასაც რევოლუცია და ისე გაძვირდა ვარდები, ჩემი ღარიბი ჯიბით ვერც იმას გავწვდი და გამექცა გოგო… იები არ იკადრა, არადა მინდვრის ყვავილი როგორ უხდება ლამაზ ქალს… არ გჯერათ? წადით და იმ ქალებს კითხეთ, თავისი თავისთვის ყვავილების ყიდვა რომ მოსწყინდათ. რა უბედურებაა! ეს სიკვდილი რომ დამსდევდა დონკიხოტივით კი ვიცოდი, მაგრამ ეს უფულობა რას აკიდებოდა უდღეური მეაბჯრე სანჩო პასასავით ვეღარ გავიგე! ვითომდა მისი უშავესობა სიკვდილი არ მყოფნიდა… საქართველო კი ტიროდა, ისევ ტკიოდა ძველი იარები. მე კი, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი… ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით…ამ ბავშვებს კი ჩიფსების თაობას გვეძახდნენ და გვეძახიან! რატომ ჩიფსები?! აღარ მინდა ეს წყეული კარტოფილი!!! ვიზრდებოდით “ტკივილიანები”. ჩვენ ამბავს კი არავინ კითხულობდა, ან კი ვის აინტერესებდა, როდესაც ადრე ოც მანეთად მოსკოვში ნაყინის საჭმელად დადიოდნენ ჩვენი “წინაპრები” და ერთ “პოლიტრა” არყად ვის რას უშვებოდნენ!_ წახდა ერი! და “ტკივილიანებს” ეგეც გვტკივა. არადა ჩვენ გვაბრალებენ გაციებულ ურთიერთობებს. გესწავლებინათ სიყვარული ჩვენთვის იმ დამპალ ინგლისურს რომ გვატენიდით! რა ვუყოთ ეხლა ჩვენ თავს?! ვერ გვიპოვნია ადგილი ჩვენ ცხოვრებაში და დავეხეტებით სიძულვილსა და სიყვარულს შორის გადებულ გზაზე. დედამ რომ დამინახა როგორ ვუყურებდი მობილურში სიკვდილით დასჯის სცენას(ვიღაცას თავს აჭრიდნენ) და მე მეცინებოდა, სულ უსულგულო, სადისტი და ცივსისხლიანი მეძახა. რისთვის, ადამიანო?! მეომარს ჭრიდნენ თავს და ჩვენ თვალწინ კი უარესი ხდებოდა, მაგას ვერ ხედავდით? ეგ არ გესმოდათ? მეომრის სიკვდილი გიკვირთ და უბრალო ადამიანის არა?! ეხ… პრინციპში, ბავშვს რომ “ჩხიკვთა ქორწილის” მაგივრად ” რემბო”_ზე გაზრდი, უნდა გიკვირდეს მისი სიცილი?! ამ ქალაქში ვერ ავერიდე მათხოვრებს. ყველგან არიან ხელგაშვერილი, ღირსებააყრილი ადამიანები. ისინი არ გეცოდებათ? თითოეული გაშვერილი ხელი ხომ თითო დანგრეული ოჯახია. ნუ ტირი, საქართველო…ბოლო კლასში მომზადება დავიწყე, მომზადება?! გაჰკივის ირონია…უნარებს “ჯოკერი” მივითარებდა, ქართულს ბირჟა მასწავლიდა, უცხო ენას კი _ ჩემი მეზობელი, ლოთი ვასია არყით დამშვენებულ სუფრაზე. მერე?! მერე ჩავაბარე და თან ჯავახიშვილში! პირველად რომ შევედი სასწავლებელში და ამდენი “ტკივილიანი” დავინახე, დაუძლეველი სურვლი გამიჩნდა დამეხია “კარტი”, ცეცხლი წამეკიდებინა “ბირჟისთვის” და შიგ გამომეწვა ლოთი ვასია. მაგრმ რას ამბობთ, პრესტიჟია. მე ჯავახიშვილში ვსწავლობ! ვსწავლობ?! თეორიულად, როგორც ადრე, ეხლაც მაგრად კიდია ჩვენი თაობა ყველას და ქსეროქსის რიგში რომ ვდგები, სანჩო პასაც გვერდით მიდგას. წადი შენი… სანცო პასა!!! სარკაზმი და ირონია საყვარელ თვისებებად მექცა, ორონდ მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ფურცლებისთვის. სანჩო, პატარკაციშვილის მემკვიდრე რომ აღმოვჩნდე, წახვალ? ძლივს გაჩერდა ეს “ბებერი ჰოლანდიელი”, ჩავიდე დროა. მოიცა! ერთი რამ დამრჩა გასაკეთებელი და მხურვალედ ჩავეხუტე ბებო ბელადს. გაშრა ქალი… კიდევ კარგი იმფაქტმა არ დაარტყა ან გაუპატიურებაში არ დამდეს ბრალი! აუ რა “კაიფი” იქნებოდა! ”ლაშა_ ბებო ქლების რისხვა!”_ წარმომიდგა სტატიის სათაური. ჰა, ბატონო, შენ ორმოცი თეთრი! ( მაინც “ზრდილი იმერი” ვარ). ცეცხლად! გავიფიქრე(ისევ ძველი ლაშა ვარ). სანცო დარჩი რა ავტობუსში, გლდანს ნახავ, არ გინდა? აი ჯავახიშვილი_ცოდნის ტაძარი( იმდენი ამათი…). ვსუნთქავ განმანათლებელ ჰაერს! ფუ, ამის! ისევ ღერობით უნდა ვიყიდო სიგარეტი. … ეხ, “სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”_ ნეტავ ვინ თქვა? ან კი რა აზრი აქვს! ტკივილი? “ტკივილიანები”? ისევ აქა ვართ და არც ძალგვიძს სხვანაირად… სანამ საქართველო იტირებს, ცვენც ვერ შეგვცლიან, შეიძლება კი მერეც…

ჰეჰ, რა ნაცნობი სულისკვეთებაა
)
მუდამგაყინულ ზამთრებს დავამატებდი(სახლშიც, სკოლაშიც, ყველგან), ნავთის სუნს, დღემდე რომ დამიტოვა თავის ტკივილები და ეგაა რა, კლასიკური ბავშვობა-მოზარდობის ”ბედნიერი” წლები
და მერე ვინმე იკითხავს ეგეთი ”მოღაღადე” ბებო რატომ შემოგაკვდაო…
mia es shen dawere tu vaxom?
magari sisxli statiaa. sagol.