ოპიუმი
posted by (gruzia) : vaxo
თეთრი კანი – ახალგაზრდა ვენები, ოპიუმი…
მერე სულ მოდიოდა და მეკითხებოდა რამე ხომ არ გაქვსო ?
დრო გადიოდა….
იასამნისფერი ზაფხული იდგა, ერთხელაც თავი მიაყუდა მანქანის სავარძელს და ჩაეძინა.
სულ მანდარინების პლანტაციებს ახსენებდა – სირბილი უნდოდა.
მერე აღარ მოდიოდა…
დრო გადიოდა….
კარადიდან სოდა გამოვიღე, წყალში გავხსენი და დავლიე . მოყვითალო ფერის სითხე მესიამოვნა.
იჯოგა – ?
უკვე ორი წელი გავიდა – სინამდვილეში მანდარინების პლანტაცია არც ენახა როგორია .
ლუდის საყიდლად ჩავედი მაღაზიაში, მაგრად ციოდა და ლუდიც გაყინული იყო, მაინც მესიამოვნა.
ისევ გამოჩნდა – არაფერს აღარ კითხულობდა, ბოლო დროს სულ სევდიანობდა.
ინვალიდივით მივდივარ აღმართზე – ფეხები სულ გათოშილი მაქვს.
მემგონი თევზაობამ გაიტაცა და ვენებიც ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება . კანი თეთრი აღარ არის მაგრამ – ოპიუმიც არსად ჩანს.

დატოვეთ გამოხმაურება