დღის რეჟიმი :)
უკვე 6 დღეა სახლიდან არ გავსულვარ, შევჯექი! რაც ეს საგანგებო სიტუაციაა ვიფიქრე დავისვენებ მეთქი, მარა ისე შევჯექი ეხა მეზარება გარეთ გასვლა. არა ესე რო არ შეიძლება ვიცი , მარა რას იზამ, ორშაბათიდან შევუდგები მოწესრიგებულ ცხოვრებას.
გეგმები :
ყოველდღე ავდგე 9 საათზე (ნუ10 ზე მაინც)
კომპიუტერი გამოვრთოთ 2 საათზე .
შევუდგეთ სწავლას შემართებით.
ვივარჯიშოთ.
ვიფიქროთ რაც შეიძლება ნაკლები
რომ არ გადავიტვირთოთ კვირაში ერთხელ მოშვების დღე იქნება : ანუ დავიძინებ როცა გამისწორდება და გავიღვიძებ როცა გამისწორდება.
ეჰ – ლაპარაკი ადვილია, არადა ისე მაქ არეული დღის რეჟიმი ამის დალაგებას მთელი თვე მოუნდები, ვიცი რო გამიჭირდება მარა რას იზამ – ცხოვრება თუ გინდა უნდა იცხოვრო.
ხო და ყველაზე სერიოზული მიზანი რაც მაქ – სიგარეტს უნდა დავანებო თავი, სხვათა შორის ეს ერთი კვირაა სიგარეტი არ მიყიდია – სახლში ვართმევ ხოლმე და საღამოობით ვეწევი ერთი ორ ღერს – მემგონი ადვილად გადავაგდებ . . .
posted by : vaxo

vaaa, sainteresoa:) rasac moindomeb gaaketeb:) mjera rom gadaagdeb:)
cavikitxe tu ara mivxvdi rom shenshi devs zaan didi sibrzne:)))))))) magaria vixalise zaaaaaaaan:)))))
გეიხარე
სწორედ მაგისთვის არსებობს ეს ბლოგი !