გაყინული ელექ – სირები !
მოკლედ გძეტა ღამის 4 საათზე გადავწყვიტე დავწვე და დავიძინო! კომპიუტერის გამორთა დავაპირე მარა მერე დამეზარა, მაინც გაჭედავს და ეხლა ამის ლოდინის თავი ნაღდად არ მაქ! შტეფსელიდან გამოვაძრობ !
თუმცა ოთახი უნდა გავანიავო სიგარეტის ბოლის სუნით ყარს აქაურობა…
აივნის კარი გამოვაღე ცივი მაგრამ სუფთა ჰაერი შემოვარდა ოთახში და სასიამოვნოდ დაედო სიგარეტის ბოლის ფენას, თან ნელ ნელა დევნის გარეთ ! ხო … საფერფლეც გადასაყრელია… მეზარება…. აივნიდან გადავყრი ჩუმად, გავედი , მივიხედ მოვიხედე – არავინაა , ჰაიდაა და მთელი საფერფლე მეზობლის ვაზის ხეივანზეა. მე რომ ვინმემ ესეთი რამე გამიკეთოს ნაღდად დავბრიდავ. მარა მე მე ვარ მკიდია !
სანამ ოთახი ნიავდება კომპიუტერს ისე გამოვრთავ მეთქი როგორც წესი და რიგია , მაგრამ რათ გინდა ?! გაჭედა… ბალკონის კარი მივხურე , ლოგინში ჩავწექი, ცივია საშინლად და კანკალი ამივარდა.
ცოტა ჩავთბი და გამახსენდა რო კომპიუტერი კიდე გაჭედილია , მაინც შტეფსელიდან გამოვაძრე… შტეფსელძე ელექტრო ღუმელი გამახსენდა , ელექტრო ღუმელზე მეორე შტეფსელი . გამოსართველია. ლოგინიდან ადგომა ისე მეზარება როგორც კომპიუტერის გამორთვა, მარა მომიწევს. გავედი და გამოვრთე როგორც იქნა ეს ოხერი ღუმელი. დავბრუნდი ლოგინში და დაწყნარებული ჩავწექი. ვცდილობ მთელი შემართებით ჩამთვლიმოს.
რამდენიმე საათი გადის ასე და მე ფიქრებში დავცურავ შორს და აი უკვე იქ ვარ : დედამიწა რომ ვიღაცის ჩუპაჩუპსში მოთავსებულ საღეჭ რეზინაში არსებული პატარა ნაწილაკი იყოს, და ის ვიღაცა ამ ჩუპაჩუპსის ლოღნვას რო მორჩება რა გვეშველება მეთქი ვფიქრობ , რომ ნელ ნელა რაღაც უკან მაბრუნებს … მოვდიარ მოვექანები და – ჩემ ლოგინში ვარ ! თავი ხელზე მიდევს , ხელი დაბუჟებული მაქ – ამან მომაბრუნა ? არადა სად ვიყავი.
არა ეხლა ნაღდად აღარ დამეძინება მთელი ღამე.
posted by : vaxo

ara ki gavchede magram dzaan sayvareli xar
ara magaria, magram gansakutrebit sizmris epizodi momewona
tandatan sheni shemqmedebis tayvanismcemlad vyalibdebi
chemi comementi ratom cashale?
ar wamishlia vaa