იცით რა მოხდა დღეს 10 ნოემბერს ?

იცით რა მოხდა დღეს 10 ნოემბერს ?

10 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 314-ე დღე (ნაკიან წლებში – 315-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 51 დღე.

1444 : ვარნას ბრძოლა – მეფე ვლადისლავ III-ის ჯვაროსანთა არმია გაანადგურეს თურქებმა სულთან მურად II-ის მეთაურობით.
1619 : რენე დეკარტე სიზმრის შთაგონებით ქმნის მედიტაციებს პირველ ფილოსოფიაზე.
1792 : ვაშინგტონში თეთრი სახლის საძირკველი ჩაიყარა.
1918 : გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში.
1928 : ჰიროჰიტო მიჩინომია იაპონიის 124-ე იმპერატორად აკურთხეს.
1970 : საბჭოთა ხომალდი “ლუნოხოდ-1″ გაიშვა მთვარეზე.
1989 : 33-წლიანი მმართველობის შემდეგ ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტარ მლადენოვმა, რომელმაც 1990 წელს პარტიას ბულგარეთის სოციალისტური პარტია დაარქვა.
2000 : ლენინის მავზოლეუმი დაიხურა მნახველებისთვის.

ამ დღეს დაბადებულნი
1759 : შილერი, ფრიდრიხ – გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.
1855 : კირიონ II – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1966 : მორჩილაძე, აკა – ქართველი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი
1982 : ბრეჟნევი, ლეონიდ – სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი .

~ ავტორი gruzia on November 9, 2007.

დატოვეთ გამოხმაურება